Thursday, April 28, 2011

https://docs.google.com/document/pub?id=12X6dQ2o0qKRJKYBNIw8q3NR-VzRMXOJobu8G12-Lajg
qalaq Tbilisis #53-e skolis pirveli klasis moswavle _ sofo xuroSvil                                                                          New PageMaker 7.0 Publication.pmd
http://www.youtube.com/watch?v=BCBzjsuIjU0                                                                                                  http://www.youtube.com/watch?v=na96k3f-6Sw

მედეა-დან თანამედროვე მედიცინამდე

ჩემთვის ყოველთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო თემა რომელიც მედიცინას ეხება,მეტად საინტერესოა თუ რა გზა განვლო მედიცინამ მედეას ეპოქიდან თანამედროვეობამდე.
ასევე საინტერესოა მედეას ბიოგრაფიული ცნობარი:მედეა — ბერძნული მითის მიხედვით კოლხეთის ლეგენდარული მეფის აიეტის უმცროსი ასული, ქალკიოპესა და აფსირტეს და, კირკეს ძმისშვილი, ჰელიოსის შვილიშვილი, ჰეკატეს ქურუმი (დაახლ. ძვ.წ.XV საუკუნე). ლეგენდის მიხედვით, მას შეუყვარდა არგონავტების წინამძღოლი იასონი და დიდი დახმარება გაუწია მას კოლხეთიდან ოქროს საწმისის გატაცებაში. მითის ერთ-ერთი ვერსიით შეყვარებულებმა საბერძნეთში ჩააღწიეს, მაგრამ მალე იასონმა უღალატა მედეას და ცოლად კორინთოს მეფის კრეონტის ასულ კრეუსას მოყვანა დააპირა. მედეამ შური იძია იასონზე და მისი საცოლე სიკვდილს შეჰყარა. ამით განრისხებულმა კორინთელებმა მედეას შვილები დაუხოცეს, რის შემდეგაც, მითის მიხედვით, გაუბედურებული ქალი კოლხეთში დაბრუნდა.

”მედეას სახელს ანტიკურ და წინაანტიუკურ სამყაროში ბევრი რამ უკავშირდება. ძველ ხალხს ის ქალღმერთად მიაჩნდა, მის სახელზე აგებდნენ ტაძრებს. ანტიკური საზოგადოება და ბევრი თანამედროვე მეცნიერი მის სახელს უკავშირებს მედიცინის თანამედროვე სახით განვითარებას. თვით ტერმინი მედიცინაც მისი სახელიდან მომდინარეობს. ლეგენდებისა და ისტორიული წყაროების თანახმად, მედეას მკურნალობის საოცარი ნიჭი და ცოდნა ჰქონდა, მას ბევრი უკურნებელი სენის წამლობა შეეძლო. რამდენიმე ლეგენდის მიხედვით, ის ახალგარდაცვლილსაც კი აცოცხლებდა, მოხუცთ კი სიჭაბუკეს უბრუნებდა.”
 
მედეა თავდაპირველად მთვარის ქალღმერთი უნდა ყოფილიყო, კოლხეთიდან საბერძნეთს ჩასული (პრელერი), ან საერთოდ, შუქის ქალღმერთ, ჰერას ხატებადაც მიაჩნიათ, უფრო კი ჯადოქარ კირკეს, დიდ ქალღმერთ ჰეკატეს და მისან აგამედეს უკავშირდება. მედეას და იასონის ცოლქმრული სიყვარუილის ამბავიც და შვილების მოკვდინებაც ევრიპიდეს მოგონილია. ქალღმერთის რანგში აყვანილი ჰეკატეს წრის ღვთაებაა (დერ კლაინე პაულ, 4, 1126), მაგრამ ბოლოს მაინც ჰეროსი ქალის დონეზე დარჩა, როგორც დიდი მკურნალი და ჯადოქარი, ერთგვარი შემაერთებელი ხიდი კოლხეთ-კორინთო-თესალიისა, კორინთელთა მზისა და მთვარის კულტის განსახიერება. მზის ღმერთის შვილიშვილი კორინთოში ნაწილობრივ თვითონვე გვევლინება მზის ღვთაებად. ეს შემთხვევითი არაა. ევმელოს კორინთელის ცნობით, კორინთო აიეტის სამფლობელოც იყო. მედეამ მოკვდავთან გაჩენილი შვილებიც კორინთოს ჰერას ტაძარს შეავედრა ან იმავე ტაძარში შეიყვანა წინასწარ, მათი უკვდავყოფის მიზნით, ჰერას საკურთხეველზე დასხა, მწყალობელი ჰერაც დაპირებული იყო, რომ უკვდავებას მიანიჭებდა, მაგრამ იქ იასონმა მოუსწრო. გაიმართა ცხარე შეტაკება, რის შემდეგ კორინთელებმა მედეას შვილები დაუხოცეს (პავს. 2, 3, 11). აქ თვალსაზრისთა ორი რკალია. ერთის მიხედვით, მედეას და იასონს შვიდი ვაჟი და ამდენივე ასული ჰყავდათ და მათი დახოცვისათვის დატეხილი ცოდვის გამოსასყიდად კორინთელებს ჰერას ტაძრის მსახურად ყოველწლიურად შვიდ-შვიდი ბავშვის გამწესება დაეკისრათ. დიდიმოსის (კრეოფილოსის) ცნობას, მედეამ ბავშვები ჰერას ტაძრის საკურთხეველზე დასვა რათა მათთვის იასონს ეზრუნაო, პინდარეც ადასტურებს (ოდ. 13, 74). მეორე რკალის ეს ცნობა ყველაზე უფრო ლოგიკურია. კრეონტის მოწამვლის შემდეგ აღშფოთებული კორინთელები ბავშვებზე იყრიან ჯავრს, რადგან მედეა ჰელიოსის დრაკონებიანი ეტლით გარბის, ჯერ ჰერა აკრეას ტაძარს აფარებს თავს (აკროპოლისის ტაძარს) მერე ათენში გარბის და მოხუცი ეგეოსის ცოლი ხდება; სხვა ძველი ცნობით, არეიაში მიდის, მისი ძე მედეოსი (ან მედოსი) აარსებს მიდიას (თეოგ. 1001; სტრაბ. 11, 526). ევრიპიდეს ”ეგეოსიდან” მოდის ცნობაც, რომლის მიხედვითაც მედეამ ეგეოსის შვილის თეზევსის მოწამვლა სცადა და ათენიდან გაქცევა მოუხდა (ავს. ,აპოლოდ; ოვ, მეტ. 7, 404).


დიდია მედეას მორალური როლი მედიცისნის ისტორიაში. სწავლულთა დასკვნით, ის ფარმაკოლოგიისა და კოსმეტიკის დედამთავრადაც ითვლება. მისი მეთოდები მეცნიერულს უახლოვდება. ის რომ მედიცინის ერთ-ერთი დასაბამია, მეცნიერება აღიარებს და ამას ადასტურებს თუნდაც გამოჩენილი გერმანელი ექიმის, ბოტანიკოსის, მედიცინის ისტორიკოსის კურტ იოაჰიმ შპრენგელის კვლევა. მისი განთქმული მედიცინის პრაგმატული ისტორიის ხუთტომეული კოლხური მედიცინის ისტორიით იწყება. დასახელებულია მედეას ბაღის 36 სამკურნალო მცენარე (რ.კუპცისი მათ უმატებს ხუთ მცენარეს). რომაელები ამ მცენარეებს უძველესი დროიდან იცნობენ და სრულიად ბუნებრივია, რომ მედიცინის სახელიც ჰეკატეს ჯადოქარი ასულის სახელიდან დაემკვიდრებინათ. აღმოსავლეთის მითსა და სინამდვილეს ბერძენთა მეშვეობითაც უხსოვარი დროიდან იცნობდნენ. შრენგელი წერს ჰეკატეს ბაღზე, რაც მერე მედეამ განავრცო.

მედეამ დაამზადა მალამო, რამაც იასონს ძალა და მხნეობა შეჰმატა, ეს იყო ზეითუნის ზეთში გაზავებული, არა ჯადოსნური, არამედ, რაღაც ნამდვილი წამალი (პინდარეს ცნობიდან). ასეთ თუ სხვაგვარ ზეთს თითონაც იცხებს ნამტირალევ სახეზე, ეს ზეთი ნექტარივით ტკბილია და სახეს ფერს უბრუნებს. სამკურნალო ზეთის ცოდნა უძველეს მკურნალთა შორის, მიეწერება მხოლოდ შუმერ ეას და კოლხ მედეას, აიას (ეას) მეფის ასულს. ფაქტი ახსნას არც საჭიროებს: ეა, აია, შუმერთა ქალღმერთი სახელს აძლევს კოლხეთს, არის აქ რაღაც საერთო. რაც შეეხება ტკბილ ზეთს, ლექსიკოგრაფი სვიდაც მედეას სახელს უკავშირებს.

მედეა შვიდგზის მოუხმობს ჰეკატეს, გამზრდელს და ალბათ დედას, ისე ამზადებს წამალს. ამ წამლებით მუდამ შველოდა უცხოელებს, ძალა შეჰმატა იასონს, დააძინა გველეშაპი (შეულოცა, უმღერა ან რტოთი მიასხურა წამალი), არასოდეს არ გამოუყენებია ადამიანთა საზიანოდ, მხოლოდ პელიასი მოკლა როგორც უსამართლო ტირანი, მოძალადე, ქმრის დედ-მამის დამღუპველი, ტახტის მიმტაცებელი და იასონის მტანჯველი, ხოლო კრეუსა, როგორც საშიში მეტოქე. ბერძენი და რომაელი მწერლები ერთხმად ლაპარაკობენ მედეას მაღალ ხელოვნებაზე, მის ძალასა და სიკეთეზე, რისთვისაც ტაძრები აუგეს. შურისმაძიებელი გახდა მას მერე, რაც გაამწარეს. დიოდორე სიცილიელი მითს ავსებს. არგონავტების ლაშქრობიდან დაბრუნებულ იასონს მედეამ აღუთქვა, შენი ოჯახის ამკლებ პელიასს მოვკლავო. არტემიდეს ქანდაკება დაამზადა, ამოღარა, წამლები ჩაასხა. თითონაც წამლით სახე დაინაოჭა, პელიასის სასახლეში ბებერი ჯადოქრის სახით შეაღწია (არ ენდობოდნენ), მეფის ასულები დაარწმუნა, კეთილისმყოფელი ქალღმერთი ვარო, დასამტკიცებლად წამლები ჩამოირეცხა, კვლავ დამშვენდა. შემდეგ ბებერი ცხვარი დაკლა, მდუღარეში ჩააგდო, ბატკანი ამოიყვანა. ამით დაჯერებულმა ქალიშვილებმა ნება მისცეს, რომ მამა გაახალგაზრდავების მიზნით დაეკეპა. შემდეგ კი მან გაცოცხლება აღარ ინება (დიოდორე სიცილიელი, ბიბლიოთეკა 50-51). დღეს უდავოდ დამტკიცებულია შუმერული მითის, კულტურის, რიტუალის სამედიცინო, რელიგიური ტერმინების კავშირი ძველ კოლხურ-იბერიულთან, კერძოდ, ამ უძველეს მედიცინასთან, რასაც მეცნიერება უწოდებს კურა მედიანას - მედეას მკურნალობას.
გადაღებულია 1963 ფილმი იასონი და არგონავტები, მედეა განასახიერა ნენსი ქოვაქმა.
2000 წელს ჰალმარქი წარმოადგენს ფილმს იასონი და არგონავტები, მედეა განასახიერა ჟოლენ ბიალოქმა.
გადაღებულია 1970, იტალიელი რეჟისორის პიერ პაოლო პაზოლინის მიერ მედეას ადაპტირებული ვარიანტი, მთავარ როლს ასრულებას ოპერის მომღერალი მარია კალასი
გადაღებულია 1987, რეჟისორ ლარს ფონ ტრიერის მიერ დანიური ტელევიზიისთვის. როლებს ასრულებენ უდო კიერი, კირსტენ ოლსენი, ჰენინგ იენსენი, მეთთე მუნკ პლუმი.
2007 წელს, ეკრანებზე გამოდის რეჟისორ ტონიო დე ბერნარდის მიერ გადაღებული მითის ახალი ვერსია, რომელიც პარიზშია დადგმული. მედეას როლს მსახიობი იზაბელ ჰაფერთი ასრულებს და ეწოდება ჯადოქარი მედეა. სცენარის მიხედვით, მედეა პარიზში ცხოვრობს, რომელსაც იასონი მიატოვებს.
წყაროები
ოვიდიუსი
ჰეროდოტე XII
მეტამორფოზა VII, 1-450
Tristia iii.9
ევრიპიდე, მედეა
Hyginus, Fabulae 21-26
პინდარე, პითიური ოდები, IIII
სენეკა: Medea (tragedy)
აპოლოდორე, Bibliotheke I, 23-28
აპოლონიოს როდოსელი, Argonautica
გაიუს ვალერიუს ფლაციუსი Argonautica (epic)
ჰეროდოტე, ისტორია VII.62i
ჰესიოდე, თეოგონია 1000-2
ლიტერატურა
სოფოკლე— ტრაგედია "კოლხი ქალები" სადაც მედეა მთავარი მოქმედი პირია.
მედეა — დაუწერიათ ანტიფრონს, ევრიპიდე უმცროსს, მელანთეოსს, ნეოფრონ სიკიონელს, დიოგენეს, კარკინ უმცროსს, ბიოტს;
ენიოსი— "გაძევებული მედეა"—
მედეა (ტრაგედია, დაკარგულია)
მარინა კარი, By the Bog of Cats
ა. რ. გარნეი, ოქროს საწმისი
პერ კორნელი მედეა (ტრაგედია, 1635)
ჰაინერ მიულერი, მედიამასალა და მედიასცენარი
უილიამ მორისი იასონის ცხოვრება და გარდაცვალება (ეპიკური პოემა, 1867)
ფრანც გრილპარცერი, Das goldene Vliess (ოქროს საწმისი) (play, 1822)
ქრისტა ვოლფი, მედეა (ნოველა) (გამოიცა გერმანიაში 1993, თარგმნილია ინგლისურად 1998)
შერიე მარაგა, გაავებული ქალი: მექსიკელი მედეა (მოიცავს კლასიკურ ბერძნული მითი მედეას მექსიკურ ლეგენდარულ ლა ლორონას და აცტეკთა მითოლოგიურ მთვარის ღვთაება კოიოლქსაუჰკუის) *
ექვთიმე მთაწმინდელი შრომები
ეფრემ მცირე ელინთა მეზღაპრეობა
აკაკი წერეთელი დრამა მედეა
ლევან სანიკიძე ამბავი კოლხი ასულისა
ოთარ ჭილაძე გზაზე ერთი კაცი მიდიოდა